Sunday, February 28, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია



გავიხსენეთ წინა მოდულში გავლილი აქტივობები, შემდეგ კი დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე. პირველ რიგში განვსაზღვრეთ სტანდარტები და შევიმუშავეთ მიზნები სასწავლო პროექტისათვის.
ტრენერი გვესაუბრა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომ ასეთი კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები. ასეთი კითხვების დასმა განაპირობებს  ჩართულობის ხარისხის გაზრდას სასწავლო პროცესში.
გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიზნები. სასწავლო პროექტის შეფასების დაგეგმვისას აუცილებელია გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების ოთხივე მიზანი, როგორიცაა: ა) მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, ბ) თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, გ)პროგრესის მონიტორინგი, დ) ნასწავლის გააზრების შეფასება. განმსაზღვრელი შეფასების დროს ვითვალისწინებთ ისეთ მიზანს, როგორიცაა: მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს და შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი პრეზენტაციის მონახაზი. სიღრმისეულად განვიხილეთ Power point-ის პროგრამა.შევისწავლეთ ბლოგზე პოსტის დადება, წაშლა და ჩასწორება.

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების  და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამოდენიმე თვალსაზრისით.

Sunday, February 21, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და კოლეგების მოლოდინებს,  რომ პროექტებით სწავლება დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ , უკეთესი შედეგების მიღწევაში. მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
სასწავლო პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები კვლევა-ძიების საშუალებით ურთიერთთანამშრომლობით, ინტერნეტის გამოყენებით შექმნიან  პროდუქტს, გაეზრდებათ მოტივაცია და დაინახავენ ნასწავლის საჭიროებასა და სარგებელს რეალურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით, მაშინ თუ მიღებული ცოდნა დაეხმარებათ მათ სხვებზე მოახდინონ დადებითი გავლენა.

ამ მოდულში ვისწავლეთ ინტელის საგანმანათლებლო დამხმარე გზამკვლევის გამოყენება, რომელიც არის ელექტრონული რესურსი და დეტალურ ინსტრუქციებს გვთავაზობს. ტრენერის ინსტრუქციების მიხედვით შევქმენით საქაღალდეები, ტრენერმა  დაგვირიგა პორტფოლიოს ჩეკლისტი, აგვიხსნა თუ სად იქნება განთავსებული პორტფოლიოს თითოეული ნაწილი პროექტის გეგმის შაბლონთან დაკავშირებით.  გავეცანით სხვადასხვა ბროშურებს და ვისწავლეთ დამზადება. მოკლედ განვიხილეთ პროექტის შაბლონის გეგმის  თითოეული ნაწილი. შევქმენით ბლოგები.