Sunday, February 21, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და კოლეგების მოლოდინებს,  რომ პროექტებით სწავლება დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ , უკეთესი შედეგების მიღწევაში. მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
სასწავლო პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები კვლევა-ძიების საშუალებით ურთიერთთანამშრომლობით, ინტერნეტის გამოყენებით შექმნიან  პროდუქტს, გაეზრდებათ მოტივაცია და დაინახავენ ნასწავლის საჭიროებასა და სარგებელს რეალურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით, მაშინ თუ მიღებული ცოდნა დაეხმარებათ მათ სხვებზე მოახდინონ დადებითი გავლენა.

ამ მოდულში ვისწავლეთ ინტელის საგანმანათლებლო დამხმარე გზამკვლევის გამოყენება, რომელიც არის ელექტრონული რესურსი და დეტალურ ინსტრუქციებს გვთავაზობს. ტრენერის ინსტრუქციების მიხედვით შევქმენით საქაღალდეები, ტრენერმა  დაგვირიგა პორტფოლიოს ჩეკლისტი, აგვიხსნა თუ სად იქნება განთავსებული პორტფოლიოს თითოეული ნაწილი პროექტის გეგმის შაბლონთან დაკავშირებით.  გავეცანით სხვადასხვა ბროშურებს და ვისწავლეთ დამზადება. მოკლედ განვიხილეთ პროექტის შაბლონის გეგმის  თითოეული ნაწილი. შევქმენით ბლოგები.

1 comment:

  1. შორენა, ამ მოდულის თემატიკა მშვენივრად ჩამოაყალიბეთ, მოხარული ვარ, რომ ამდენ საკითხზე გაამახვილეთ ყურადღება. შეკითხვები თუ გაგიჩნდათ? შეგიძლიათ აქვე დაწეროთ და მე კომენტარს მოგწერთ. მაინტერესებს მეორე და მესამე მოდულის რეფლექსიაც. წარმატებებს გიზურვებთ!

    ReplyDelete