Saturday, March 5, 2016

მესამე მოდულის რეფლექსია

მესამე მოდულის დასაწყისში შევასრულეთ „დაწყვილდი გაუზიარე“ აქტივობა, სადაც წყვილებმა ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები საკუთარი პროექტის პრეზენტაციების. მოვისმინე ჩემი მეწყვილეს მოსაზრებები ჩემს პროექტთან დაკავშირებით.
გავეცანით თუ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. როცა მოსწავლეები თავად იყენებენ ინტერნეტს, უნდა მივაწოდოთ დეტალური ინსტრუქციები მაღალხარისხიანი, ადეკვატური ინფორმაციის მოძიებისთვის , რათა ინტერნეტსივრცეში გატარებული დრო ეფექტიანად გამოიყენონ.

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.

No comments:

Post a Comment