Saturday, March 19, 2016
მერვე მოდულის რეფლექსია
ტრენინგის ბოლო დღე განსაკუთრებით ემოციებით იყო დატვირთული. ამ მოდულში დავასრულეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოზე მუშაობა და მოვამზადეთ მასალა პრეზენტაციისათვის. თითოეულმა პედაგოგმა გააკეთა 10 წუთიანი პრეზენტაცია საკუთარი პროექტის ირგვლივ, შემდეგ ჩვენი პორთფოლიო ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. თავისებურად განვიცდიდით რამე არ გამოგვპარებოდა, მაგრამ ქალბატონმა ნანამ შეძლო რამოდენიმე რთული საკითხის მრავალჯერადად გამეორება და ყველა მასწავლებელი შედეგზე გაიყვანა. კმაყოფილები ვართ ჩვენი შედეგებით, ახლა უკვე ვიცით როგორ წარვმართოდ სასწავლო პროექტები ისე, რომ მოსწავლეები ვაზიაროთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. უღრმესი მადლობა ქალბატონ ნანას, ყოველთვის შესვენების დროს თუ ტრენინგის დასრულების შემდეგაც აკმაყოფილებდა მასწავლებლების ინტერესებს. ყოველთვის ასეთი ენერგიული და წარმატებები ჰქონებოდეს. პატივისცემით შორენა მიხაკიშვილი.
Sunday, March 13, 2016
მეექვსე და მეშვიდე მოდულის რეფლექსია
მეექვსე, მეშვიდე მოდულში ვისწავლეთ თუ, როგორ ვაქციოთ მოსწავლეები თვითრეგულირებად
მსწავლელებად, რათა დავაკმაყოფილოთ მათი განსხვავებული საჭიროებები.
გავაანალიზეთ დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობა. ყურადღება გავამახვილეთ
დიფერენცირებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებული სამუშაო ფურცელის მნიშვნელობასა და
აუცილებლობაზე. აღვწერეთ: ვიზუალური,აუდიო და კინესთეტიკური სტილი. მარჯვენა და მარცხენა
ჰემისფეროების დომინირება. გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი.
ყველა ტიპის შემსწავლელი, საჭიროებების დაკმაყოფილებას მოითხოვს, რათა
გაიზარდოს მოსწავლეების თვითშეფასება და დამოკიდებულება.
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა
და დიფერენცირებულ სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება.
Saturday, March 12, 2016
მეხუთე მოდულის რეფლექსია
მეხუთე მოდული დავიწყეთ „ დაფიქრდი და დაწყვილდი“ აქტივობით. ჩვენს მეწყვილეებს
გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, შემდეგ კი განვიხილეთ მთელ ჯგუფში. კიდევ ერთხელ დავუბრუნდით შეფასების თემას,
ტრენერი გვესაუბრა შეფასების ფორმებზე ცალ-ცალკე.
მიგვითითა გზამკვლევში თუ სად შეიძლება ვნახოთ შეფასების სტრატეგიები. და როგორ შევუსაბამოთ ჩვენს გეგმას. გავეცანით შეფასების ფორმების რუბრიკებს,
ქულების მინიჭების სქემებსა და ჩეკლისტებს.
ხელმეორედ გადავხედეთ მოსწავლის ნაშრომსა და სასწავლო პროექტის გეგმას.
გადავამოწმეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები და ავტვირთეთ ბლოგზე.
Sunday, March 6, 2016
მეოთხე მოდულის რეფლექსია
ამ მოდულში გავეცანით
სასწავლო ნიმუშების შექმნას. განვიხილეთ სხვადასხვა მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშები.
ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვაზე, დაგეგმვის პროცესში, თუ რომელი
სტანდარტები და მიზნები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მაღალი სააზროვნო
დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები გვსურს, რომ ავსახოთ ნიმუშში.
ეს მოდული დამეხმარა
იმაში თუ როგორ შევქმნათ მოსწავლის ნაშრომი ისე, რომ არ გავცდეთ მიზანს და გამოვიყენოთ
ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობასა და შეფასებისათვის.
Saturday, March 5, 2016
მესამე მოდულის რეფლექსია
მესამე მოდულის დასაწყისში შევასრულეთ „დაწყვილდი გაუზიარე“ აქტივობა,
სადაც წყვილებმა ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები საკუთარი პროექტის პრეზენტაციების. მოვისმინე
ჩემი მეწყვილეს მოსაზრებები ჩემს პროექტთან დაკავშირებით.
გავეცანით თუ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის
გასაუმჯობესებლად, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით
გამოყენება. როცა მოსწავლეები თავად იყენებენ ინტერნეტს, უნდა მივაწოდოთ დეტალური ინსტრუქციები
მაღალხარისხიანი, ადეკვატური ინფორმაციის მოძიებისთვის , რათა ინტერნეტსივრცეში გატარებული
დრო ეფექტიანად გამოიყენონ.
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს
ინტერნეტს სწავლის პროცესზე.
Sunday, February 28, 2016
მეორე მოდულის რეფლექსია
ტრენერი
გვესაუბრა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომ ასეთი კითხვები მოსწავლეებს
უბიძგებს, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები. ასეთი კითხვების დასმა განაპირობებს ჩართულობის ხარისხის გაზრდას სასწავლო პროცესში.
გავეცანით
განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას.
განვიხილეთ
შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიზნები.
სასწავლო პროექტის შეფასების დაგეგმვისას აუცილებელია გამოვიყენოთ განმავითარებელი
შეფასების ოთხივე მიზანი, როგორიცაა: ა) მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, ბ) თვითრეგულირებისა
და თანამშრომლობის ხელშეწყობა, გ)პროგრესის მონიტორინგი, დ) ნასწავლის გააზრების შეფასება.
განმსაზღვრელი შეფასების დროს ვითვალისწინებთ ისეთ მიზანს, როგორიცაა: მასალის გაგებისა
და ამა თუ იმ უნარ-ჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
გავეცანით
პრეზენტაციის ნიმუშებს და შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი პრეზენტაციის მონახაზი. სიღრმისეულად
განვიხილეთ Power point-ის პროგრამა.შევისწავლეთ ბლოგზე პოსტის დადება, წაშლა და ჩასწორება.
ეს
მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება
რამოდენიმე თვალსაზრისით.
Sunday, February 21, 2016
პირველი მოდულის რეფლექსია
ამ
მოდულში გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და კოლეგების მოლოდინებს, რომ პროექტებით სწავლება დაგვეხმარება მოსწავლეთა
წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ , უკეთესი შედეგების
მიღწევაში. მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
სასწავლო
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები კვლევა-ძიების საშუალებით ურთიერთთანამშრომლობით,
ინტერნეტის გამოყენებით შექმნიან პროდუქტს,
გაეზრდებათ მოტივაცია და დაინახავენ ნასწავლის საჭიროებასა და სარგებელს რეალურ ცხოვრებაში.
განსაკუთრებით, მაშინ თუ მიღებული ცოდნა დაეხმარებათ მათ სხვებზე მოახდინონ დადებითი
გავლენა.
ამ
მოდულში ვისწავლეთ ინტელის საგანმანათლებლო დამხმარე გზამკვლევის გამოყენება, რომელიც
არის ელექტრონული რესურსი და დეტალურ ინსტრუქციებს გვთავაზობს. ტრენერის ინსტრუქციების
მიხედვით შევქმენით საქაღალდეები, ტრენერმა
დაგვირიგა პორტფოლიოს ჩეკლისტი, აგვიხსნა თუ სად იქნება განთავსებული პორტფოლიოს
თითოეული ნაწილი პროექტის გეგმის შაბლონთან დაკავშირებით. გავეცანით სხვადასხვა ბროშურებს და ვისწავლეთ დამზადება.
მოკლედ განვიხილეთ პროექტის შაბლონის გეგმის თითოეული ნაწილი. შევქმენით ბლოგები.
Subscribe to:
Posts (Atom)